გოჩა მირცხულავა: უნდა მივხვდეთ – მტერი მტერია, გინდა რუსი დაუძახე, გინდა ოსი და გინდა აფხაზი

არ ვიცი რამდენად ხვდებიან, უფრო ვერ – ქართველი პოლიტიკოსები, ყველა ფლანგზე, რომ რეინტეგრაცია და შერიგება არის სრული იდიოტიზმი, საკუთარი თავის მოტყუება და უაზრო მოლოდინები. ამ მიმართულებით განხორციელებული ნებისმიერი პროექტი კი წყალში გადაყრილი ფულია – მტრის კვება და გაძლიერებაა. ამ ეტაპზე, როდესაც რუსეთი ასე ძალმომრეობით გვახვებს თავს საკუთარ დღის წესრიგს, არის ერთადერთი გამოსავალი: იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, თავად უნდა შემოვავლოთ ღობეც და მავრთულხლართიც. ჩვენ უნდა განვვითარდეთ საკუთარი დღის წესრიგით და უნდა მივხვდეთ – მტერი მტერია, გინდა რუსი დაუძახე, გინდა ოსი და გინდა აფხაზი. თვალნათლივ ვხედავთ, რომ “იქ” ჩვენი გამომსარჩლებელი არავინ არის. ამიტომ დღის წესრიგი ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და არა სხვამ. ოკუპაცია დროის საკითხია და უნდა მივხვდეთ, ეს პროცესი დააზიანებს ნებისმიერ ხელისუფლებას, იმას ვინც ახლა მართავს და იმასაც ვინც შემდგომ უნდა დაიწყოს მართვა. შესაბამისად – ეს იზოლაციის პოლიტიკა და ოკუპირებული ანკლავების დაფიქსირება პოლიტიკური კონსესუსის თემა უნდა გახდეს! დამიჯერეთ, ამის მერე სხვაგვარად დაგველაპარაკებიან მტრებიც და მოკეთეებიც, შეშფოთებულებიც და აღშფოთებულებიც.

 

 

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაში,,ეს არის დაუსჯელობის სინდრომი,რაც გაუჩნდათ სეპარატისტებს”-პაატა დავითაია
შემდეგი სტატიამეუღლისა და შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა