გოჩა მირცხულავა: სააკაშვილი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა

ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი ამ ბრძოლოდან, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, გამარჯვებული გამოვა, – ამის შესახებ “თაიმერს” საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა კადემიის დირექტორმა გოჩა მირცხულავამ განუცხადა.

მირცხულავა მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება მის დისკრედიტაციას ემსახურება.

“სააკაშვილისთვის რუსეთის აგენტობის დაბრალება, მისი დისკრედიტაციის მცდელობაა და ლოგიკურ ანალიზს მოკლებულ ობივატელზეა გათვილი. სამწუხაროა, რომ ეს ნარატივი ქართველების ერთმა ნაწილმაც აიტაცა. თან, თუ დავაკვირდებით, ეს იმ ადამიანების ჯგუფია, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაში სდებდნენ ბრალს”, – აცხადებს მირცხულავა.

მისი თქმით, ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ ამან სავარაუდოდ უკრაინის დასვლელი პარტნიორებიც შეაშფოთა და ამის მშედეგია მოსამართლე ცოკოლის გადაწყვეტილება და არა მისი მოქალაქეობრივი სიმამაცის.

“გამორიცხულია, “გამოჟონილი” ინფორმაცია ჰქონოდა უკრაინის სპეცსამსახურებს და მაგალითად, არ ჰქონოდა ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს. დასავლეთში კარგად ესმით და ხედავენ, რომ რეალურად პოროშენკო სააკაშვილს კი არ უპირისპირდება, არამედ, მართვის მანკიერი მეთოდებისა და კორუფციის დაცვისთვის იბრძვის. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში კი სწორედ სააკაშვილია და ის რა თქმა უნდა, ხელს უშლის უკრაინის ოლიგარქიულ მმართველობას”, – აცხადებს მირცხულავა.

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ახალი ბრალდება, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ ამ ეტაპზე უკრაინის პროკურატურა ამზადებს, ასევე თითიდან გამოწოვილია.

“დემოკრატიული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას კი არ ამზადებს, არამედ მოითხოვს რეფორმებს. რეფორმების გატარებაზე უარის თქმა განაპირობებს უკიდურეს მოთხოვნებს – თუნდაც პრეზიდენტის გადადგომას და ეს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმური მეთოდია და სახელმწიფო გადატრიალებასთან არანაირ კავშირში არ არის”, – აცხადებს მირცხულავა.

მისი განმარტებით, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი პოლიტიკურ ცუნგცვანგში იმყოფება და მისთვის ამ პროცესიდან სახის შენარჩუნებით გამოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

“პოროშიენკოს პოლიტიკური კოშმარი მაშინ დაიწყო, როცა მან სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შემდეგ ის გამუდმებით უშვებს შეცდომებს. სააკაშვილი ციხეში მისთვის უფრო დიდი თავის ტკივილია ვიდრე, სააკაშვილი გარეთ. თუმცა ვხედავთ, რომ ის სააკაშვილის გარეთ დარჩენის მომხრეც არ არის. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირებას, ეს უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია სადაც მისი მოქალაქების საკითხთან დაკავშირებული დავა დასრულებული არ არის. მით უფრო, რომ სააკაშვილი საქართველოში არც “ქართულ ოცნებას” სჭირდება. რუსეთისთვის სააკაშვილის გადაცემას დასავლეთი არ დაუშვებს. სწორედ ამ არგუმენტებისა და თანმდევი პროცესების გათვალისწინებით, პოროშენკომ საკუთარი თავი ცუნგცვანგში ჩაიყენა”, – განაცხადა მირცხულავამ.

მისივე განმარტებით, ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო, სააკაშვილი ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა.

 

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებები ლოგიკას მოკლებულია
შემდეგი სტატიაჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა