გოჩა მირცხულავა – პარლამენტში ვისთვის და რისთვის წერთ კანონებს?

“თუ ვინმე მე ან ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებს, მეც მოვითხოვ პასუხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ვერ ითამაშებთ თქვენ ვაჟკაცურ გრძნობებზე, არ გამოვა ეს, არავინ დაგიჯერებთ, მთელი რიგი გარემოებების გამო. ახლა სახელმწიფოებრივად შევხედოთ, რა გინდათ თქვენ ადამიანებს, რომლებიც 21- ე საუკუნეში პირად ვენდეტაზე საუბრობთ, პარლამენტში? რისთვის და ვისთვის წერთ კანონებს? თქვენ რომ კანონებს მიღმა იყოთ და ჩვენ გყავდეთ გალიაში მოქცეულები?
ალუდა ბატონო, სახელსაც გაფრთხილება უნდა, მით უფრო გვარსაც, წესს და ადათსაც. და წესი და ადათი სახელმწიფო მოხელისთვის იცით რა არის? არა, არ იცით!
2024 წელს ევროკავშირში? ამ კანონმდებლებით, რომლებიც პირად შურისძიებას აკანონებენ და სამართლებლივი სივრციდან გადიან?
ისე, ყველაზე უკეთესი იცით არ არის? კაცმა დედისა და ოჯახის შესაგინებელი საქმეები არ აკეთოს” – წერს გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ევროპა არის უკიდურესად შეშფოთებული საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით
შემდეგი სტატიავაშაძე – თუ შეთანხმება არ შედგა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას“ დაიწყებს