გოჩა მირცხულავა: ივანიშვილის გამოსვლას ქონდა ერთი უმთავრესი პიზიტივი

ივანიშვილის გამოსვლას ქონდა ერთი უმთავრესი პიზიტივი, რაზედაც ქვემოთ ვიტყვი. ახლა სხვა რამით დავიწყებ: მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან სიმართლის მოსმენა არ უნდა და ამიტომ ატყუებენ, ან ბოლომდე არ ამბობს სათქმელს. 
1. პროფესიონალების მთავრობისთვის – ტექნოკრატიისთვის, რესურსი ქართუში არასაკმარისია. რომც მოიძებნოს, ქვემოთ რა ხდება?
2. თუ მთავრობა კარგია, ხალხი რატომ არის არა გაბრაზებული , არამედ ნაწყენი?
3. თუ მთავრობა – ხელისუფლება კარგია, მაშინ ტექნოკრატია რა საჭიროა?
4. რას უშვრება გუნდში მატყუარებს, რომლებიც ხალხს წურბელებად მიაჩნია?
5. რას უშვრება კორუფციაში ჩაფლულ თანაგუნდელებს? პენსიაზე გაუშვებს ალავიძე- ქუმდიშვილ, კვირიკაშვილივით, თუ გვერდზე დაიმაგრებს, როგორც ახლა ჰყავს დათო კირვალიძე?
6. კიდევ ბევრი კითხვა, რომელიც გაჩნდა.

ახლა პოზიტივი – ვთქვი ამის შესახებ, ერთ- ერთ ტელეეთერში ამას წინათ და დადასტურდა. ივანიშვილს სულაც არ ეშინია თუ ვაშაძე გაიმარჯვებს და ამ პროცესს იმაზე მეტად სახელმწიფოებრივად უყურებს ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე, ან პარტიის სხვა ლიდერები. შესაბამისად, აპოკალიფსი რომ არ იქნება, ეს ოცნების მომხრეებმაც უნდა იცოდნენ და ნაცების მხარდამჭერებმაც. ამიტომაც, იმთავითვე ტალახში რომ არ გვეგორავებინა კანდიდატები, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად გახდება ქვეყნის პრეზიდენტი – კარგი იქნებოდა. ახლაც არის შესაძლებლობა, დარჩენილ პერიოდში მაინც შეიკავონ მხარეებმა თავი არა პოლიტიკური ბრძოლისგან ან დაპირისპირებისგან, არამედ ერთმანეთის ლაფში ამოსვრისგან.

და ბოლოს – “შვილი”
გაუაზრებელი თუ გააზრებული, მაგრამ დაუსრულებელი კონტექსტით არ უნდა ეხსენებინა.

წამყვანებს “ყოჩაღ”, რაც დაავალეს შეასრულეს, უბრალოდ იმპროვიზაციის მცდელობა ძალიან ყალბი იყო და ჯობდა პირდაპირ დაწერილი წაეკითხათ-წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა.

 

banner
წინა სტატიაში,,ჩემი წასვლა შეიძლება აქ ბევრს ეწყინა, მაგრამ კარგად გაიგეს გარეთ, რომ არავის დაქირავებული არ ვარ, გარდა საკუთარი ხალხისა”
შემდეგი სტატიარაულ ხაჯიმბამ სირიის ელჩს აფხაზეთის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა