გოჩა მირცხულავა: გიმტკიცებენ, რომ ჩვეულებრივი დეგენერატი ხარ

სულაც არ ვარ ღლიცინის ხასიათზე, არც ღრმა დეპრესიაში წასვლა მაწყობს. გავიჭედე ფიქრში – ერთხელ რომ დაიბადები და ისიც ამ ქვეყანაში, ამდენ წვალებას გამოივლი, გგონია იცხოვრე, იშრომე, რაღაც შექმენი და პასუხსდ იღებ – ფარცხალაძის და მისნაირი ჩათლახების უმწიკვლეობას. 16 წლის ასაკიდან შრომობ, ათ წელზე მეტია დღე და ღამე ჯაფის სანაცვლოდ ბინის კრედიტი ვერ გაგისტუმრებია, ვალებს ვერ ემსახურები და ტელეფონის ყოველ ზარზე გული გიწვრილდება – ამ დროს გიმტკიცებენ, რომ
ჩვეულებრივი დეგენერატი ხარ. რომ რეგვენი ხარ რადგან სესიაშვილი ვერ გახდი. რა გინდა გააკეთო იმის გარდა, რომ
გახედო ცხოვრებას და ერთი კარგად შეაკურთხო შენს პატიოსნებას და აზროვნებას, რომელსაც სახელმწიფოებრივად აფასებ. ფუი, ფუი და მართლაც ფუი, ამ ქვეყანაში გათელილი ცხოვრებისა და სიმწრით სიკვდილის მოლოდინის გამო!-წერს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – ხორავას ქუჩისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელების გავლება აბსოლუტური უზნეობაა
შემდეგი სტატიაივანიშვილის გეგმები რუსთავი 2-ის შესახებ (video)