საკანდალი-გოჩა მირცხულავა: დაბეჯითებით, ვამბობ – რაც ახლა ეკლესიის გარშემო ხდება არის საპატრიარქოს ინსპირირებული და რუსული სცენარი

მორიგ საეკლესიო გადატრიალებაზე, პატრიარქობის „ახალ კადიდატურაზე“, პოლიტიკურ ფლირტზე ეკლესიასთან

დაბეჯითებით, ვამბობ – რაც ახლა ეკლესიის გარშემო ხდება არის საპატრიარქოს ინსპირირებული და რუსული სცენარი. ახლა ის არის მთავარი საკითხავი ვინ აღმოჩნდება ამ მორიგ ავანტიურაში საპატრიარქოს ინტერესების პირდაპირი გამტარებელი თუ სასარგებლო იდიოტი.
რუსეთი საქართველოს საპატრიარქოს მეშვეობით აწყობს ახალ საკელესიო გადატრიალებას და ამ ვითარებაში ჩვენ იმაზე უნდა დავწრვილმანდეთ რა თქვა ახალი მეუფე იაკობმა. თუმცა ცხადია რომ რუსეთი ჩქარობს და მეუფე იაკობს ამ „თამამი“ განცხადებების გაკეთება აიძულეს. ვინ? ამას მნიშვნელობა არ აქვს ახლა. არა და ახალი არაფერი უთქვამს ფაქტების ინტერპრეტირების გარდა. უფრო ნათლად ვიტყვი – ამ წუთას საპატრიარქო მუშაობს სინოდის სხდომის მოწვევაზე და კონკრეტულ განჩინებებზე: 1. მეუფე იაკობისთვის საყვედურის გამოცხადებაზე; 2, მეუფე პეტრესთვის ხარისხის ჩამორმევაზე; 3. მეუფე გრიგოლისთვისაც საყვედურის გამოცხადებაზე; 4. მართვა გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანაზე; და ა.შ.

ამ “ღინისძიებებმა” საკუთარ სკამზე უნდა დააჭედოს ნებისმიერი ეპისკოპოსი, რომელიც მინიმალურ ურჩობაშია მხილებული და დარწმუნებული ვარ ასეც მოხდება, რადგან უმეტესობა მათგანზე კომპრომატები სხვაგან კი არა, საპატრიარქოში დევს. საეკლესიო ხელისულება ხელში უნდა აიღოს “ძველმა გვარდიამ”, რომელიც პატრიარქის გარემოცვად, ანუ შორენას ნების აღმსრულებლებები არიან და რომელთა უმეტესობა მაქსიმალურად არის დისკრედიტირებული. ამის შესახებ – ანუ ძველების და ჩუმად მყოფტა ტაობაზე ღიად ისაუბრა ტვ პირველია ეთერში საპატრიაქროს რუპორმა გ. ანდრიაძემ.

უნდა შეიქმნას ილუზია რომ ეკლესიაში ყველაფერი დალაგდა. ცალკეული ზნეობრივი სახის კომპრომატებით (არა და ეს სულაც არ გახლავთ ეკლესიის მთავარი პრობლემა) უნდა გააძლიერონ საკუთარი შემადგენლობა რაოდენობრივად. ასეთ პირობებში, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ, რუსეთის მიერ ხელდასმულ მოსაყდრეს თუ კვლავ შეექმნება პრობლემა, სამომავლოდ დაიკავოს პატრიარქის ტახტი, იგი ასევე რუსეთის მიერ ნოიმინირებული ნომერ მეორე კანდიდატით მეუფე ანდრია გვაზავათი ჩაანაცვლონ. რომელიც ჩუმად მყოფა რიგებში ერთ ერთი გამორჩეული პერსონაა. (მეორე კანდიდატის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში ვწერდი და ბმულს კომენტარებში დავდებ). გაიხსენეთ, მეუფე იაკობმა თავს სკანდალურ განცხადებაში ერთადერთი მეუფე ახსენა დადებით კონტექსტში და ის იყო ანდრია გვაზავა.

აქ არაფერს ვსაუბრობ ცალკეულ პოლიტიკრ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ მართვა გამგეობის დებულებაში მათტვის სასარგებლო ცვლილების შეტანას და პატრიარქის ასაკობრივი ცენზის გაზრდას, რაც მათ სჭირდებათ საპატრიარქო ტახტზე მეუფე აბრაამის ასაყვანად. არც იმაზე რომ ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა უკვე სრული ნდობა გამოუცხადა შიოს და ბოლო დღეების განმავლობაში თავს იკლავს იმის მტკიცებით, რომ შიო ივანიშვილის პროექტია, რისი მიზანიც არის მას პრორუსული იარლიყო ჩამოგლიჯონ. თუმცა მეუფე იაკობის განცხადებამ შიოს შანსები პატრიარქობისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვნად შეამცირა და ესეც შიდა ბრძოლის შედეგია.

გაიხსენეთ „ციანიდის სკანდალი“ – საბოლოო კვალი პატრიარქის მოკვლის ორგანიზების უნდა მისულიყო მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან. ხაზი იგივე დარჩა, უბრალოდ ახლა პერსონა შეიცვალა – „კვალი“ უნდა მივიდეს ბიძინა ივანიშვილთან. ეს ორივე სცენარი, ორივე ვერსია ჟღერდება ერთი და იგივე პირის – მეუფე იაკობის მიერ და თურმე ერთი არ უნდა დავიჯეროთ და მეორე კი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დეკანოზ მამალაძის სათქმელის (არა და არავინ იცის მას რისი თქმა სურს) იმპერტაიულად მორალურ ზნეობრივ თემატიკაზე მიბმა ზუსტად ჯდება საპატრიარქოს სცენარში, რომელიც წელიწადზე მეტია ცდილობს ამ წერილის აფიშირების პროვოცირებას. უკვე სასაცილოც კი ხდება რომ ამ წერილის შესახებ არავინ უსვამ კითხვას მეუფე პეტრეს გარდა სხვა ადრესატებს – მათ შორის ანდრია გვაზავას. აქაც მიზეზი მეიფე პეტრეს დისკრედიტაციის მცდოლობაა, ისევე როგორც მათ სურდათ იგივე გაეკეთებინათ სააკაშვილტან მისი მიბმით. თუ გავიხსენებთ სწორედ ციანიდის სკანდალის დროს გააქტიურდა იმაზე საუბარი რომ „პეტრე ნაციონალია“. სცენარი იყო – კიევი სააკაშვილი აქ კიდევ პეტრე. არა და დეკმანოზმა ყველაზე კარგად იცის, როგორ აღმოჩნდა იმ ხაფანგში რის შედეგადაც ახლა სატუსაღოშია და მეეჭვება, რომ მან მორიგი შეცდომა დაუშვას და წამოეგოს საპატრიარქოს სურვილს და ეკლესიაში, უფრო სწორად საპატრიარქოში მორალურ-ზნეობრივი თემებზე საუბარი დაიწყოს. თუ მან ეს რაიმე სახის პირობით გააკეთა – ეს მისთვის უდიდესი, უფრო მძიმე ხაფანგი იქნება ვიდრე სატუსაღოში მოხვედრა. ვიმეორებ – რუსეთს ეჩქარება და სწორედ დეკანოზი იქნება გამოყენებული საპატრიარქო ტახტის გასათავლსუფლებლად, თუ მან რამე, ასეთი სახის განცხადება გააკეთა.

მოკლედ, სულ ეს არის რასაც ახლა ვთვლი საჭიროდ რომ გავაჯღერო.  საერთოდ რა მიზანი აქვს დღეს საქართველოს საპატრიარქოს, უფრო სწორად რუსეთს. ხოლო კომენტარებში, როგორც ზემოთ აღვნიშნე ბმულს, იმის შესახებ, რომ რუსეთმა საბოლოდ როგორ დაადგინა შიოს შემცვლელად ანდრია გვაზავა. იმ პუბლიკაციაში თავი შევიკავე კონრეტული პერსონის (მეუფე ანდრიას) დასახელებისგან. მაგრამ რადგანაც რეალურად დაიწყო ამ სცენარის განხორციელება, თავს ვალდებულად ვთვლი ამის შესახებ ღიად განვაცხადო. უსაგნო საუბარი და შფასება, რომ მიმდინარე პროცესები კონკრეტული პირის მიერ ეკლესიის მიტაცებად იქნას მონათლული არის დიდი საფრთხისათვის თვალის ან შეგნებული მორიდება, ან თემის უცოდინარობა. არ დავწვრილმადები ახლა და კონკრეტული პირების პოლიტიკურ დღის წესრიგამდე არ ჩავალ. თუმცა აქვე ვარფღთხილებ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს – თუ სახელმწიფოებრივად არ მიუდგებით არსებულ ვითარებას, ღიად დავიწყებ საუბარს იმ გარიგებებზე და მოლაპარაკბებზე, რასაც საპატრიარქოსთან და კონკრეტულ პირებთან აწარმოებთ.

 

გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიირაკლი მამალაძე: საპატრიარქოს შენობაში რამდენიმე სასულიერო პირი შეიარაღებულია
შემდეგი სტატიაილია მეორემ ხელი მოაწერა ბრძანებას