გოჩა მირცხულავა: ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში

“ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში. ნუ მეტყვის ოპოზიცია, რომ მას ეს სცენარი გათვლილი ჰქონდა. ცხადია – არა! ამას მეტყველებს ეიფორია და რეალობას აცდენილი კომენტარები რომელიც გვესმის. (თითქოს გახარიას გადადგომას ითხოვდა ვინმე და მიზანი მიიღწა.
აქაც დავწერე რამოდენიმეჯერ – ეს არის ფაზა, როდესაც სხვამ არავინ, არამედ კობახიძემ და ნეორეაქციონერებმა “რაღაც” უმნიშვნელოვანესი – სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედება უნდა განახორციელონ და ამაზე ნაფიქრი ოპოზიციაში არავის აქვს.
ახლა ერთადერთი შანსი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობას. არა დიპლომატიურ კორპუსს, რომლებსაც ლამის ეროვნული საგანძური გაატანა ოცნებამ
თავიანთ ქვეყანაში – არამედ მათ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს.
და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი – ცხადია, ბატონი გახარიას გადაწყვეტილება არის მსოფმხედველობითი კონფლიქტის ნაწილი. ისიც კარგად მესმის, რომ ახლა პარტიული ფინქციონერები და კომფორმისტები მის გმობაში არიან, რაც გახარიას პროგრესულობას კი არ უსვამს ხაზს ან ვინმეს რეტროგრადობას, არამედ ხაზს უსვამს საფრთხის გააზრებას პრემიერ-მინისტრისგან, რომელმაც შს მინისტრის რანგში 20 ივნისზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ახლანდეკი ინდიკატორებით კი საფთხე და შედეგები ბევრად მძიმე აღმოჩნდებოდა.
და ბოლოს – მოცემულობას ქმნიან როგორც პერსონები ასევე მოვლენები და გარემოებები. ამ
ეტაპზე ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა (ორივე მხარეს) რეალურად არ იცის და არ აქვს მოვლენების განვითარების გეგმა. ოცნება (დღეს) ვადამდელზე არ თანხმდება, ოპოზიცია სხვა შესაძლბლობებს არ განიხილავს. ხელისუფლებას მოუწევს მელიას დაკავება ძალის დემონსტრურებისთვის. წინააღმდეგობას კი ( ვშიშობ რომ ეს არის აქ ამოცანა) უპირველესად მოყვება ჩრდილოელო მეზობლის განცხადებები (ქმედებებიც ალბათობაც არ გამოირიცხება) საქართველოს სუვერენტიტეტის შელახვის (ცინიზმია მოსკოვის სტილი) სახელმწიფო გადატეიალების მცდელობის შესახებ და დასავლთთან ძალიან მძიმე საუბარი, რომ არ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში, რადგან საქართველო მათი გავლენის სფეროა. და ბოლოს, ისე ხომ არ აღმოჩნდება, რომ ჩვენ გავხდებით მეშვიდე ერი ექვსი ერის ერთობაში? დსთ-შიც ბოლოს არ შევჩანჩალდით – შეგვათრიეს…
ეს ხომ არ იყო ის ამოცანა, რისთვისაც “დატოვეს” კობახიძე თავმჯდომარედ და რაც თვით ბიხინა ივანიშვილმა ვერ იკისრა? ნუ გავიწყდებათ, რომ კობახიძე მორალური კატეგორიებით არ ოპერირებს და მას სენრენტებს ვერავინ გაუღვიძებს.
მოკლედ, ახლა ჩვენ ეგზისტენციალურ საკითხამდე მივედით და რამდენი იაზრებს ასე ვითარებას ამაზე ვერაფერს გეტყვით”-წერს გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშისუბარი გახარიაზე – რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე
შემდეგი სტატიაელისაშვილი “ოცნებას” – სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს