გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩეს.

ის ICC-ში პირველი მოსამართლეა საქართველოდან.

გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს. ორივე თანამდებობას ლორთქიფანიძე ვერ დაიკავებს. სავარუდოდ, იუსტიციის მინისტროს პოსტზე სხვა კანდიდატურის შერჩევა გახდება საჭირო.

გოჩა ლორთქიფანიძე 2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

მანამდე, იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 2007-2010 წლებში – კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი; 2010-2013 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო – პატრიარქმა წმინდა ნიკოლოზს შეავედრა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, უფალმა ინებოს, დავძლიოთ ეს მძიმე სენი
შემდეგი სტატიადიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, ამისგან თავის ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი ნორმალური არჩევნები – ბოკერია