გოჩა ლორთქიფანიძე – დღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ნიშნული შევინარჩუნოთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საზოგადოებას სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

წლიური საქმიანობის შეჯამებისას მინისტრმა პენიტენციურ სისტემაზეც ისაუბრა.

“პენიტენციური სისტემის ძირითადი გამჭოლი ხაზი ეს არის რეფორმები, რომლებიცკვლავაც ემყარება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. ის გულისხმობს სხვადასხვა ასპექტებს. ეს არის უწყვეტი სამედიცინო მომსახურება და ჩვენ შევძელითის, რომ პატიმრებს მიეწოდებათ მომსახურება, რაც არის CPT-ის (ევროპის საბჭოსწამების საწინააღმდეგო კომიტეტი) კრიტერიუმი – სამოქალაქო სამედიცინო სექტორში არსებული სამედიცინო მომსახურების ეკვივალენტური მომსახურება.

რეფერალის შესახებ უნდა ითქვას, რომ არ არის დაგვიანებები, სწრაფად მიეწოდებათ პატიმრებს სამედიცინო მომსახურება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. ასევე განახლდა ტექნიკური შესაძლებლობები, ავტოპარკი. ეს შეეხება ესკორტის ოფიცრების ახალ კადრებს. მოწესრიგდა მათი თანამდებობრივი სარგო”- განაცხადა გოჩალორთქიფანიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ 2020 წლის 1 მაისს ლიკვიდირებული იქნა N9 პენიტენციური დაწესებულება ე.წ. “მატროსოვი” და ასევე შეიქმნა ახალი N10 პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.

“რაც მთავარია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმაზე, იგეგმება , რამდენიმე ახალი მცირე ზომის, დახურული ტიპის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. საბოლოოდ, ჩვენ უარს ვეუბნებით ე.წ.”ზონური” ტიპის ციხეებს და გადავდივართ ახლებური ტიპის ინფრასტრუქტურულ წყობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მსაჯვრდებულთა დასაქმების პროგრამები, მათი რაოდენობა”- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით პენიტენციურ სისტემაში 1000-მდე მსჯავრდებულია დასაქმებული. გოჩა ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დასაქმების პროგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულების რეაბილიტაცია -რესიციალიზაციის თვალსაზრისით და ეს მიმართულება პენიტენციურ სისტემაში კვლავაც გაგრძელდება.

იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამაში დანაშაულისპრევენციის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დიდი ძალისხმევაა ჩადებული.ამასთან, გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ზომებზე ისაუბრა და განაცხადა, რომდღეისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის შემთხვევა არ გამოვლენილა და იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია ამ ნიშნულზე შენარჩუნდეს.

“პენიტეციურ სისტემაში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხორციელდება კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები. ეს შეეხება იმას, რომ რეგულარულად ხდება პენიტენციური დაწესებულებების დეზინფექცია. მოწყობილია ფილტრის,კონტროლის რამდენიმე დონე. ეს შეეხება სამედიცინო-საკარანტინე ზონებს და ამისშედეგად ყოველი ახალ შესახლებული პატიმარი ექვემდებარება სამედიცინო სკრინინგს და ტესტირებას.

პენიტენციური დაწესებულების პერსონალს ასევე უტარდე ბამუდმივი სკრინინგი და ტესტირება და სასამართლოს სხდომებში პატიმრები დისტანციურად მონაწილეობენ. დღეისათვის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში covid-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ჩვენყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მდგომარეობა ამ ნიშნულზე შევინარჩუნოთ” -განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ავერსის” კლინიკების ქსელის მარნეულის ფილიალში, 23 წლის ექიმი გარდაიცვალა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის” ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და გრიგოლ გეგელია შეხვდნენ სერბეთის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ვუკ ჯერემიჩს