გოჩა კურდღელია: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა
მერმა მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
„2012 წლის შემდეგ, როდესაც ,,ქართული ოცნება“ ხალხის სამსახურში ჩადგა, დაიწყო ყველა იმ სფეროს გაძლიერება, რომლებიც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტს წარმოადგნს. 8 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საშინაო საქმეებში, ისე საგარეო ასპარეზზე. საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ დავიწყეთ ევროპულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცესთან ადაპტირება, მივაღწიეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, გავაძლიერეთ პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის შედეგად, ინტენსიურად ვითარდება და ფართოვდება ფოთის პორტი. საზღვარგარეთიდან მოზიდული ინვესტიციებით ფოთში მიმდინარეობს ორი ახალი ნავსადგურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პორტის, ქალაქისა და ქვეყნის შესაძლებლობებს. ფოთის, როგორც საზღვაო ქალაქისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოსთან საქართველოს პარტნიორობის ფორმატი შავი ზღვის უსაფრთხოების ფარგლებში.
არ შემიძლია არ ვახსენო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საწარმო გაიხსნა ჩვენს ქალაქში და დასაქმდა ასეულობით ადამიანი. შემუშავდა პროგრამა „სახელმწიფო – შენი პარტნიორია“, რომლის მიზანია მეწარმეობის, ფერმერობისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება.
ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკისა და რეგულაციების შედეგია ის, რომ გლობალური პანდემიის ფონზე საქართველო მწვანე ზოლად არის მიჩნეული. ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად მმართველი გუნდი მუშაობს და ატარებს ქმედით ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღმოხვრას ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი და გააძლიეროს იგი.
რაც მთავარია, დღეს უკვე რთული წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა ადამიანების ცხოვრება საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის გარეშე. თავისი მნიშვნელობით, ეს უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმაა, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში განახორციელა და ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი სწორედ ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც, პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
ამ 8 წლის განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე. მართალია ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა, ძალიან დიდი შემართებით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომლებიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“-განაცხადა ფოთის მერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არცერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს”- ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიაპარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა