გოჩა კალანდიას თავს დაესხნენ-რა მოხდა ზუგდიდში

თაიმერის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა, გოჩა კალანდიამ გაავრცელა. მისი განცხადებით ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, იყო ჩამოსული და საპარლამენტო არჩევნებში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართვადა, ჩემზე განხორციელდა თავდასხმა. კერძოდ, მე, როგორც ჟურნალისტს, მსურდა მისგან ინტერვიუს აღება და გადავწყვიტე მოსახლეობასთან რულოვსის ერთ-ერთ შეხვედრას დავსწრებოდი. გზად მიმავალ ჩემს მანქანას გზა პოლიციამ გადაუკეტა. ამ დროს იქვე გაჩერდა შავი ფერის ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომლის ნომრები, სამწუხაროდ არ ვიცი. ოთხი პიროვნება გადმოვიდა მანქანიდან, ძალით ჩამსვევს მანქანაში და ტყისკენ წამიყვანეს. ისინი არც ერთ ჩემს კითხვას არ პასუხობდნენ. ოთხივე თავდამსხმელი ქართული ოცნების აქტივისტები და პარტიის წევრები იყვნენ. მათ სასტიკად მცემეს, მემუქრებოდნენ თუ არ გაჩერდები პოლიციის უფროსის ნათქვამს შეგისრულებთო… გამტაცებლებმა ტყეში მიმატოვეს გონწასული. ჩვენება მივეცი.ეჭვი მეპარება რომ საერთოდ რეაგირებას მოახდენენ, არც ისაა გამორიცხული რომ ჩემი ჩვენება გააქრეს-აცხადებს “თაიმერის” ჟურნალისტი გოჩა კალანდია.მისივე განცხადებით, როდესაც მოვსულიერდი უკვე სავადმყოფოში ვიყავი. არც ის მახსოვს ვინ გამომიყვანა ტყიდან და ვინ მიმიყვანა საავდმყოფოში დასძენს კალანდია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის უარი აფთიაქარს და ივანიშვილ-ბურჭულაძე-მაშკევიჩის 10 მილიონიანი გარიგება
შემდეგი სტატიათურქეთმა ადგილობრივი ადმინისტრაცების 28 ხელმძღვანელი შეცვალა