გოჩა კალანდიამ „ქართული ოცნება” დატოვა

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აქტივის კოორდინატორმა გოჩა კალანდიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ იგი „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს. როგორც კალანდიამ „თაიმერს“ განუცხადა, მისი გადაწყვეტილების ერთერთი მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გახდა. „თაიმერს“ კალანდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ჩამოყალიბების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო ღონისძიებებში. მაშინ მჯეროდა და ღრმად მწამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია შეძლებდნენ ძალადობის, ელიტარული კორუფციისა და პოლიტიკური დევნის აღკვეთას; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების წასალეკად გლობალიზმის სახელით მოვარდნილი ღვარცოფის თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებას. ნაცვლად ამისა მივიღეთ შემდეგი:

1.მაგალითად, ჩემს რაიონში წალენჯიხაში სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა წამოტივტივება და პრივილეგირება, ქართული ოცნების წამყვან პოზიციბზე უინტელექტო და შესაბამისი ცოდნის სერიოზული დეფიციტის მქონე უმიზნო და უიდეო მედროვე–კონფორმისტების თავმოყრის წახალისება;

2. წამყვანი რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობებზე ე. შევარდნაძის დროინდელი კოტრაბანდისტების, წარსულში სხვადასხვა ტიპის კორუფციულ საქმიანობაში ჩაფლული არაკომპეტენტური ადამიანების, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –ატესტატის გამყალბებლების, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის კონსტიტუციური უსაფთხოების დაცვის(კუდ–ი) აგენტ–პროვოკატორების პრივილეგირება და საკვანძო პარტიულ თუ ადგილობრივ მმართველობის თანამდებობებზე წამოყენება;

3.მპგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნბისთვის საკრებულოს წევრობის ოდიოზური, შესაბამის განათლებისა და უნარ–ჩვევების არმქონე კანდიდატთა შერჩევა. ადამინური რესურსების არასწორი მეთოდებით შერჩევა, სადაც გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ ნაცნობ–მეგობრობა, ნათესაობა (ნეპოტიზმი) და აღებ–მიცემობა, პარტიული ბოსებისადმი უსტყვო, ხშირად მონობამდის მისული მორჩილება ერთი ცნობილი დევიზის შესაბამისად: მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას.

მიუხედავად ამისა მაინც ვრჩებოდი მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ვცდილობდი ჩემი ხმა მიმეწვდინა პარტიული ბოსებისადმი, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ იმედი გადამეწურა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გავდივარ მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიუოლი საქართველოს“ რიგებიდან და წესდების შესაბამისად მივმართავ ამავე პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს.

იყო და არის   უკანონო მოსმენები ძალადობა კერძოდ წალენჯიხაში ერთი ადამიანის მმართველობა ზალ ხურწკაიას თარეში და მისი პოლიტ–აგენტურები რომლებიც მართავდნენ ამ რეჯიმს ასევე სამღვდელო პირების უკანონო მოსმენა მათი საუბრების თუ ქადაგებების ჩაწერა თუნდაც ტრაპეზის დროსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცება-დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აქტივის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბერდია კალანდიამ თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა. ბერდია კალანდია პარტიის თავმჯდომარე იყო.

banner
წინა სტატიაშიბერდია კალანდია:”ბატონებო, “გაიღვიძეთ უკვე დეპოში ვართ!”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა, ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა წარუდგინა