გობოზოვი – საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე

გობოზოვი - საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქე

22მარტის ბოლოს რუსეთში, პერმის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ედუარდ გობოზოვის საქმე განიხილა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული.
რუსეთის მოქალაქე გობოზოვი 2009 წლის 13 მაისს, საქართველოს სპეცსამსახურებზე მუშაობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, რასაც, როგორც შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, 2004 წლიდან ეწეოდა. ის ქართულ მხარეს რუსული სამხედრო სამსახურების რაოდენობაზე, დისლოკაციის ადგილებსა და გადაადგილებებზე აწვდიდა ინფორმაციას – დაადგინა სასამართლომ.

2010 წლის შემოდგომით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სასამართლომ ედუარდ გობოზოვს სამშობლოს ღალატის ბრალდებით 10 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა – მკარცი რეჟიმის კოლონიაში. სანქცია ადგილობრივი მუხლით 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მაგრამ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ გობოზოვს სამი მცირეწლოვანი შვილი ყავს და მან, ასევე, გამოძიებასთან ითანამშრომლა.

გობოზოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ყოფნისას დადებითი საქციელით გამოირჩევა, მან 5 სარეკომენდაციო წერილის შეგროვებაც მოახერხა შეწყალების სათხოვნელად, რამაც, სასამართლოზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა – პირველმა ინსტანციამ მას უარი უთხრა, 31 მარტს კი პერმის სამხარეო სასამართლომ ვერდიქტს მხარი დაუჭირა დანაშაულის განსაკუთრებული სიმძიმის გამო.

banner
წინა სტატიაშიბორის ლოჟკინმა ახალი მთავრობის წევრობაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატია(video) ყარაბაღის ომის ვეტერანებმა საქართველოს საზღვართან პროტეზები დაწვეს