გმირთა მოედანზე SWATCH -ის მაღაზია გაქურდეს

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე გამთენიისას საათების მაღაზია “SWATCH ” გაქურდეს.

წაღებულია რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საათები და აქსესუარებია წაღებული.

“დაახლოებით დილის ექვს საათზე პოლიციამ შეგვატყობინა, რომ მაღაზია იყო გაქურდული, ჩამტვრეულია შუშა და წაღებულია საათები, რაოდენობას ვაზუსტებთ” – აღნიშნა მაღაზიის მეპატრონემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიმდენი ყაყაჩოს ვენოკი იყიდე დღემდე იმ გამხმარ ვენოკებს ხარშავ – ოქრუაშვილი ხაინდრავას პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს