გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაფართოება ხდება. ეს ერთ-ერთ რთული წერტილი, სატრანსპორტო კვანძია დედაქალაქში, სადაც, განსაკუთრებით პიკის საათებში, გადაადგილება ჭირდა. მოგვიწია გარკვეული ობიექტების, ბენზინგასამართი სადგურების გამოსყიდვა და მოვახდინეთ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. სამუშაოებს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. პირველ რიგში ეწყობა სანიაღვრე სისტემა. კაბელარხები, ელექტროგადამცემი ქსელები მიწის ქვეშ განთავსდება, ასევე, გმირთა მოედნის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ის პრობლემა, რაც წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებობდა, გადაიჭრება და, რა თქმა უნდა, ავტომობილებით გადაადგილება გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრაგადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები.
„ერთი შუქნიშანი განთავსდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ხოლო მეორე უშუალოდ გვირაბის გამოსასვლელის შემდეგ, რომელიც სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილების ნაკადების გადანაწილებასა და შეუფერხებელ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
შუქნიშნის განთავსება იძლევა საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესაძლებლობასაც, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიას ვარაზის ხევთანდააკავშირებს. გარდა ამისა, ტერ
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
















