გმირთა მოედანი-აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს (ვიდეო)

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდები ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!

ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ ახალგაზრდებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი იმღერეს.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: განწყობას და მუხტს, რომელიც ახალგაზრდებს აქვს, რუსული პროპაგანდა ვერ დაფარავს
შემდეგი სტატიაწალენჯიხელი სტუდენტი, ლიკა კვარაცხელია მოვლენათა ეპიცენტრში (video)