“გმირი პოლიციელებისთვის ეს სია ნამდვილი კომპლიმენტია” -კობახიძე სპეცრაზმელების სიაზე, რომელიც მთავარმა არხმა მოიპოვა

არალეგიტიმური პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მთავარი არხის მიერ მოპოვებული პროევროპული აქციის დამრბევი სპეცრაზმელების სიას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “გმირი პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი”.

“გმირი პოლიციელებისთვის ეს სია არის ნამდვილი კომპლიმენტი, როდესაც ლიბერალ-ფაშისტები, ნაცები აქვეყნებენ შენს სიას, ეს მხოლოდ და მხოლოდ კომპლიმენტია…

თქვენ ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეებში თბილისის ქუჩებში, ერთ მხარეს იყვნენ ევროპულად მოქმედი გმირი პოლიციელები და მეორე მხარეს იყვნენ სრულიად არა ევროპულად მოქმედი, ნაცი მოძალადეები. თითოეულ გმირ პოლიციელს შეუძლია იამაყოს იმისთის, რაც გააკეთეს მათ სახკუთარი სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოს სიმტკიცისთვის…”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“სანქციების სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი” -გალერი
შემდეგი სტატიაროგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა | მეზვრიშვილი