“გმირები თავისუფლებისთვის” | თბილისში, ომის ვეტერანები და გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები მარშს მართავენ

“გმირები თავისუფლებისთვის”, – ამ სახელწოდებით თბილისში, საპროტესტო მარშს ომის ვეტერანები მარტავენ. ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მივლენ, სადაც ძირითად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. აქციაში ომის ვეტერანების გარდა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები არიან.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება – ხოლო მთავარი მოთხოვნები არის: ხელახალი არჩევნები და ოლიგარქის პოლიციის მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.

“ჩვენ ვართ გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან და მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ჩავბარდეთ რუსეთს. გიორგი აწამეს, იმიტომ რომ ქართულ დროშას არ გადაუარა ფეხით – სასტიკად აწამეს რუსებმა. ეს იყო 2008 წელს და დღეს, 2024 წელს ჩვენ კიდევ გარუსების საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ გვმართავს კრემლი. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება გარუსებს, რუსული რეჟიმს აქ დამყარებას. შესაბამისად, გვინდა, რომ პრორუსული ხელისუფლება გავისტუმროთ. ვითხოვთ, გაყალბებული არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ოღონდ სამართლიანად და ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა
შემდეგი სტატია“სასწორზე საქართველოს დემოკრატია, ქვეყნის მომავალი დევს”-კარპენტერი