“ოდესელი ბაჩო ბებია იყო გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც იულია მარუშევსკაიას, სიმონ კრივონოსის, გოგა ცხაკაიას გვერდით ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა კორუფციის დამარცხებაში საბაჟოზე, ოდესის გუბერნატორობის დროს.
ბაჩო ძალიან განათლებული, იდეალისტური, უწესიერესი ადამიანი იყო და მაშინ ერთად საოცარი რეფორმები ჩავატარეთ, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვან საბაჟოზე, რამაც კორუფცია დაიყვანა ნულზე და ხალხს გაუადვილა ცხოვრება.
ის შეეწირა თავის საყვარელ უკრაინას და თავი დადო უკრაინისთვის და საქართველოსთვის რუსეთთან სამამულო ომში.
მას ამ დღეებში დაკრძალავენ მშობლიურ ზუგდიდში. ჩემი გულდათუთქული სამძიმარი მის ოჯახს.
გმირები არ კვდებიან!”_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ინფორმაციისთვის, ბაჩო ბებია საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. თბილისიდან მას ზუგდიდში გადაასვენებენ.














