“გმირები არ კვდებიან” – აშშ-ში რუსეთის საელჩოსთან ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი გაიმართა

“რუსეთი პუტინის გარეშე”, “რუსეთი იქნება თავისუფალი”, “გმირები არ კვდებიან” – ასე სკანდირებდნენ ადამიანები პარასკევ საღამოს, ვაშინგტონში, ბორის ნემცოვის მოედანზე რუსეთის საელჩოს წინ გამართულ მიტინგზე.

ათობით აქტივისტმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნავალნის ხსოვნას პატივი რუსეთის საელჩოს გალავანთან, ექსპრომტულ მემორიალთან ყვავილებითა და სანთლების დანთებით სცა.

ხალხი იმ ლოზუნგებს სკანდირებდა, რომლებიც რუსულ ოპოზიციაში 2011-2012 წლების საპროტესტო აქციების შემდეგ ფართოდ გავრცელდა და რომელი აქციების ერთ-ერთი ლიდერიც სწორედ ნავალნი იყო: „რუსეთი პუტინის გარეშე“, „რუსეთი თავისუფალი იქნება“

აქციაზე მისულმა აქტივისტებმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ ენდობიან პოლიტიკოსის „უეცარი გარდაცვალების“ ოფიციალურ ვერსიას და ალექსეი ნავალნის „მკვლელობაზე“ პასუხისმგებელნი რუსეთის ხელისუფლებას და ვლადიმერ პუტინს პირადად მიიჩნევენ. .

banner
წინა სტატიაშიავდეევკის დასავლეთით რუსულ ძალებს შეტევის გაგრძელება გაუჭირდებათ – ISW
შემდეგი სტატია„კეკოს“, „მაჩიტას“, „ბაბუცას“ და კიდევ 3 პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა