16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

“გლოვოს” კურიერზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ხარკოვსა და ოდესას დაარტყეს — არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაშსს: პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ქალს სახლში თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა