რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, ქვეყნის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და ვლ. პუტინთან დაახლოებული პირი კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ გლობალისტები და მემარცხენეები ყოველთვის ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ სასტიკი პროტესტის გასაღვივებლად:
დმიტრიევის თქმით, ეს არის „გლობალისტების მიერ ორგანიზებული შეთქმულება ქართული ოცნების წინააღმდეგ“.
„ერთი და იგივე სცენარი, რომელსაც მემარცხენეები და გლობალისტები კვლავ და კვლავ იყენებენ სასტიკი პროტესტების გასაღვივებლად და ხელისუფლებებისა და კანონის უზენაესობის შესარყევად,“ – დაწერა მან.
მეტიც, კრემლის პროპაგანდისტმა „X“-პლატფორმაზე დაწერა, რომ საქართველოში და აშშ-ში ერთი და იგივე ძალები ცდილობენ ხელისუფლების დამხობას და არეულობის დათესვას.
















