Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება Global Private Banking-ის გამომცემლობამ 2024 წლის ინოვაციების ჯილდოს ფარგლებში საუკეთესო კერძო ბანკად დაასახელა საქართველოში.
Global Private Banker-ის განცხადებით, საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ბანკის ყოველი გადაწყვეტილების ცენტრი მომხმარებელია. შესაბამისად, ის ქმნის მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ პრემიალურ შეთავაზებებს, რომელთა შედეგად, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 88.4%-ია.
გამომცემლობა ყოველწლიურად აფასებს კერძო საბანკო კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სექტორში გამორჩეულ საბანკო გამოცდილებას ქმნიან. 2024 წლის ჯილდოს ფარგლებში, გამოცემის მიზანი იყო გამჭვირვალე შესარჩევი პროცესის შედეგად გამოევლინა ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით ქმნიან კერძო სექტორის საბანკო ლანდშაფტს.
საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებასთან ერთად, ქვეყნის დონეზე გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ HSBC (ჰონგ-კონგი), Societe Generale (ლუქსემბურგი), Bank of America (აშშ) და სხვა.
„ჩვენ მოხარულები ვართ, Global Private Banker-ის მიერ მონიჭებული აღიარებით, რაც ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ჩვენთვის ყოველი ახალი ჯილდო მოტივაციის დამატებითი წყაროა, რომელიც გვიბიძგებს, რომ შევქმნათ კიდევ უფრო მეტი საბანკო, პრემიალური პროდუქტები და მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, რომელიც მათ ყოველდღიური რუტინული პროცესების გამარტივებაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, – აღნიშნავს თეონა ბერია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიოცნების მიმართ აშშ-ს შეშფოთებების მიუხედავად, საქართველოს NATO-ს სამიტზე დაპატიჟებენ
შემდეგი სტატიაჯონ ბასის აზრი არ მაინტერესებს! ივანიშვილი საუკუნის პატრიოტია – ირმა ზავრადაშვილი