გლეხებმა შესაძლოა წელს ყურძენი ვერ ჩააბარონ-ღვინის ეროვნულ სააგენტოში რთველთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

Forbes life: საუკეთესო ქართული ღვინო

ყურძნის რეალიზაციას წელს შესაძლოა პრობლემები შეექმნას. ღვინის ეროვნულ სააგენტოში რთველთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზებზე საუბრობენ. ერთ-ერთ მიზეზად კი სააგენტო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ივნისის მოვლენებს ასახელებს, რამაც მათი მტკიცებით გავლენა იქონია რუსულ ბაზარზე და ქართული ყურძნისა და ღვინის რუსეთში ექსპორტზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ამ ფონზე კერძო ქარხნებმა შესაძლოა თავი შეიკავონ ყურძნის შეძენისგან.

„მინდა ავღნიშნო, რომ წელს რთველის მიმდინარეობას შესაძლოა შეექმნას გარკვეული გამოწვევები, რადგან ბოლო პერიოდში მეღვინეობის დარგში არაერთი ნეგატიური მოლოდინი შეიქმნა. რამაც საბოლოოდ კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კერძოდ, 2019 წლს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად, რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი შესაძლო სანქციების დაწესებამ გამოიწვია ქართული ღვინის ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე, კერძოდ, უკვე ნახსენები რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირება. გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში, ღვინის მწარმოებლების, კერძო კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შეიძლება იყოს ნაკლები,“-განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო წელს ყურძნის ფასი დაბალი იქნება.

banner
წინა სტატიაში“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” “კონტი ჯგუფმა” დატოვა – კონსორციუმში მიზეზებს არ ასახელებენ
შემდეგი სტატიასამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის სახურავს ცეცხლი უკიდია