გლდანში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 9 მისამართზე მიმდინარეობს

გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N27 კორპუსში, სადაც, დაახლოებით, 610 გრძივ მეტრზე იცვლება წყალარინების შიდა და გარე ქსელი.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 94 498 ლარი დაიხარჯება. ბმა-ს პროგრამით ამორტიზირებული ქსელის რეაბილიტაცია 16 მისამართზე უკვე დასრულდა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობას და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოს გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი:ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვართ გამორჩეული ვარსკვლავი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, ჩვენი მიღწეული რეფორმებით, საქმეებით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები,პოლიტიკოსებს როცა ვუსმენ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე საუბრობენ და ფიქრობენ, ეს მოცემულობაა და უნდა შევცვალოთ