გლდანში შემოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი გაიქცა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

Crime Scene

თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გლდანში სამძებრო ღონისძიებები. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა.

სამართალდამცველებმა მანქანა გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „ფრესკოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას – სულხან სალაძე
შემდეგი სტატიამოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა