გლდანში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს

გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რაიმე დამატებით ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებენ.

შესაბამისად, უცნობია, იდენტიფიცირებულები არიან თუ არა ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულები, რომელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

გლდანში მე-6 მ/რ-ში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე 8 მარტს მომხდარი თავდასხის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე წინა დღით გაიტაცეს.

„ახალგაზრდა გოგო მანქანით იყო, როცა მათზე თავდასხმა განხორციელდა და ის მანქანიანად გაიტაცეს. მასთან ერთად გატაცებული იყო კიდევ ერთი ბიჭი. რამდენიმე საათის განმავლობაში ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, ბანკზე თავდასხმის შემდეგ კი, ბანკის ტერიტორიაზე მანქანიდან ჩამოაგდეს, თავად ჩასხდნენ იმავე მანქანაში და გაიქცნენ“, – უყვება ჟურნალისტებს  ინფორმირებული წყარო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი – 143-ე სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ბანკის დაღაჩაღებამდე გატაცებულებმა პოლიციას ჩვენება 8 მარტს მისცეს.

 

Www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასახელმწიფო რწმუნებულმა ჩაის საწარმო ,,ლაზი“ დაათვალიერა