გლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

გლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, აფეთქება ღიად დატოვებული გაზქურის გამო მოხდა.

“ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში. ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა
შემდეგი სტატიასუს-მა ისტორიული არტეფაქტი – დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინა