გლდანში რეგისტრირებული 145 978 ამომრჩეველიდან ამ ეტაპზე ხმა მხოლოდ 24 165 ადამიანმა მისცა

გლდანის მე-10 საარჩევნო საოლქო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 16.55% მიიღო. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 145 978 ამომრჩეველი. არჩევანი კი ბოლო მონაცემებით 24 165 მოქალაქემ დააფიქსირა.

მთელი დღის განმავლობაში ოლქში მხოლოდ 1 საჩივარი დაიწერა. საჩივრით საოლქო კომისიას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა.

ამასთან, ყველა უბანში ფიქსირდება კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ამომრჩეველთა მონაცემებს იწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს.

აღსანიშნავია, რომ გლდანის ოლქში, პირველი ტურის დროს არჩევნები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა – დაიწერა არაერთი საჩივარი და ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
შემდეგი სტატიაპირდაპირ, დაუმალავად გვაჩვენეს, რომ სხვების სიცოხლეს და ჯანმრთელობას, იმ სისტემისთვის რაც ივანიშვილმა შექმნა, ფასი არ აქვს – ბოკერია