გლდანში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

გლდანში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, რაიონს კიდევ ორი სრულიად ახალი სპორტული მოედანი შეემატა.

ერთი მოედანი მუხიანში, ლ. კერესელიძის ქუჩაზე 400 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდა. სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 898 ლარი დაიხარჯა. ხოლო მეორე მოედანი, გლდანის მერვე მიკრორაიონში N15-17 კორპუსების მიმდებარედ, ახალ N102 ბაგა-ბაღთან, 400 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო. აღნიშნული პროექტებისთვის 87 184 ლარი დაიხარჯა.

ორივე მისამართზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,პე-ბე“-მ განახორციელა.

დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში: საქართველოს ხელისუფლება, ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა