გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, 2 პირი თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადინა, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს, გლდანის დასახლებაში,1983 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვ.ზ.-მ, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ს.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, ს.მ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე,საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრობა“ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ერთადერთ გზად დესტრუქციულ მეთოდებს ირჩევს – ქართული ოცნება