გლდანში, ლესელიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური მოწესრიგება სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.

ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც, სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა LED განათებები.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაახლოებით, 827 508 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – დამატებითი ბარიერების შექმნა, რათა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა, მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიადამენია – თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა