გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა გზის კაპიტალურ მოწესრიგებას რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებს. მათ შორის, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე (VI და VIII მიკრორაიონების გამყოფი), სადაც სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშივახუშტი მენაბდე – საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა