გლდანში ყაჩაღობის დროს დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გლდანში „ლიბერთი ბანკში” მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავემ სამართალდამცველი, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

14509214_1794859864132346_1041377033_n

 

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი ლევან კობიაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს
შემდეგი სტატიაშიმონ პერესი, გარდაცვალების შემდეგ, ორგანოების დონორი გახდა