გლდანში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 5, 2020 15:45

გლდანში გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება.
პროექტის ფარგლებში, დაახლეობით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბორდიური მოეწყო და ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 138 000 ლარი არის გათვალისწინებული.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 5, 2020 15:45