გლდანში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ ავჭალა 2-ში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტისთვის ჯამში, დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობას მოწესრიგებული გზა ექნება. ავჭალა 2-ში, დ. აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ხელწერა და ამის შემდეგ კვლავაც გაოცებულები ვართ, თუ როგორ ყველაფერზე მიდიან ეს ადამიანები, გუშინ რაც გააკეთეს, ამით დადასტურდა, რომ ყველა სიბინძურეზე არიან წამსვლელები, ეს არის პირდაპირ ეკლესიის და სახელმწიფოს