გლდანში „BEKO“-ს მაღაზიის ძარცვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია ,,ბეკო”-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

“22 ივლისს, 05:35 წუთზე სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია “ბეკოდან” მობილური ტელეფონები მოიპარეს და მიიმალნენ. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენთიფიკაციისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-იდან 5 წლამდე.

ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებულ მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციას კიდევ ორ ფაქტზე აქვს სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებულ არიან არასრულწლოვანები. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება,” – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დაცვაზე ადვოკატი უარს აცხადებს
შემდეგი სტატიაწალკაში 143 კგ. თევზი ელექტროშოკური აპარატით დაიჭირეს