გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, 30 წლის მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლსახსროლი იარაღიდან ესროლა.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ჭრილობა თავისა და ხელის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის ახლობლებლების განცხადებით, მათთვის მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი უცნობია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატია„ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტები აფეთქებაში მოჰყვნენ (ვიდეო)