გლდანში 12 წლის ბიჭი დაჭრეს

გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა 12 წლის მოზარდი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ