გლდანის რაიონში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და პანდუსები ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება, რისთვისაც იმ სადარბაზოს ადაპტირება მიმდინარეობს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

გამგეობის მიერ გმირი კურსანტების ქუჩის მეორე შესახვევში, N5 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა. აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, რის გამოც მოქალაქეები დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 500 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, სადარბაზოებში ელექტრო ამწე პლატფორმების მოწყობის სამუშაოები მერვე მიკრორაიონის N15 კორპუსსა და მეექვსე მიკრორაიონის N14 კორპუსში დასრულდა, სამ მისამართზე კი – მიმდინარეობს. ჯამში, ექვსივე პროექტისთვის 216 637 ლარი დაიხარჯება.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიექიმი სააკაშვილზე – რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის – ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – სამწუხაროდ, უკრაინის დაზვერვის მხრიდან კვლავ არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ, რაც ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას არ არგებს