გლდანის რაიონში კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც გზის საფარის მოწყობა 1 413 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა.

ასევე, სამუშაოები დასრულდა ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზეც, სადაც 1 083 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, სამუშაოებისთვის კი 71 004 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება 15 მისამართზე, შიდა ეზოების მოწყობა 19 მისამართზე გზის ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებები კი 57 მისამართზე განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია მურთაზ ზოდელავას: მაგ თემაზე შენ მაინც გაჩუმდი
შემდეგი სტატიარუსმა სამხედროებმა სოფელ რიყეში სტუმრად მყოფი ახალგაზრდა დააკავეს