გლდანის რაიონში, ჯაბიძის ქუჩაზე სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, ჯაბიძის ქუჩაზე, ახალი საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ, სკვერის მოწყობა 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, ასევე, მოსასვენებელი პავილიონები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება – დაირგო ხეები და დაითესა ბალახი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 167 623 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ განახორციელა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას საქმეზე: შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც
შემდეგი სტატიაგვარამია სუს-ის განცხადებაზე: იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს ადგილი