გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2019 13:39

გლდანის რაიონში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან მდებარე სკვერში სხვადასხვა სახეობის 20 ფოთლოვანი ხე დაირგო.

საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, გლდანის რაიონში, ჯამში, 165 მოზრდილი, ოთხი სახეობის – ირმის რქა, ნეკერჩხალი, დეკორატიული თუთა და არღავანის ხეები რვა მისამართზე დაირგვება.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა მოსახლეობასთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად მიიღო.

„გლდანის ხევის N1-1ა კორპუსებთან გამწვანების აქცია მოვაწყვეთ, რომლის ფარგლებშიც, ახლადმოწყობილ სკვერს მოსახლეობასთან ერთად, სხვადასხვა სახეობის 20 ხე შევმატეთ. რასაკვირველია, გამწვანების ღონისძიებები სხვა მისამართებზეც არის დაგეგმილი. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ნარგავებს მოუფრთხილდეს და როგორც სკვერის ინფრასტრუქტურა, ასევე გამწვანების ზოლი არ დააზიანოს. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ არსებულ გარემოს ერთად გავუფრთხილდეთ “, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნული ხეების მოვლა-პატრონობას ტენდერში გამარჯვებული შპს „მწვანე სახლი“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 66 959 ლარი გამოიყოფა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 11, 2019 13:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics