გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება.

ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის მეორე შესახვევის N14 კორპუსის და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში.

სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების ღირებულება 42 114 ლარს შეადგენს.

სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიპიკასოს ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაიტალიაში პიემონტის რეგიონის გუბერნატორი ალბერტო ჩირიო კორონავირუსით დაინფიცირდა