გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასართობი სივრცე ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა.

პირველ ეტაპზე, ბავშვთა გასართობი ზონები შვიდ მისამართზე მოეწყო, ახლახანს კი, რვა მისამართზე დასრულდა: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ.

პროექტის განხორციელების შედეგად, ატრაქციონები და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი დამონტაჟდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ექსიმ მეიდ“ განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან 15 სკვერის მოწყობისთვის 274 645 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები უკვე ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ირაკლი კობახიძე რითაც არის დაკავებული, ამას „საარჩევნო კოდექსის“ ენაზე საარჩევნო წესების დარღვევა და შავი ფულის გამოყენება ჰქვია