გლდანის რაიონში, 12 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

gulis eleqsiri

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეები ეწყობა.

ფიტნეს ზონები დამატებით, ექვს მისამართზე განთავსდა. ჯამში, მსგავსი ტიპის ზონები გლდანის რაიონის 12 მისამართზე მოეწყო.

პროექტის მიხედვით, სხვადასხვა დატვირთვის რვა სავარჯიშო ტრენაჟორი შემდეგ მისამართებზე განთავსდა: ანდრონიკაშვილის ქუჩა N93; გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110 კორპუსთან; მეხუთე მიკრორაიონის N19 ა და პირველი მიკრორაიონის N18 კორპუსებთან. ასევე, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N4 და მუხიანის 4 ბ მიკრორაიონის N26-27 კორპუსებთან; ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35 კორპუსთან; გლდანის ხევის N2 ა კორპუსის მიმდებარედ; მეექვსე მიკრორიონის N2 კორპუსთან; მეშვიდე მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ; მეორე მიკრორაიონის N25 კორპუსთან და მუხიანის 4 ა მიკრორაიონის N5-6-7 კორპუსების მიმდებარედ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 339 787 ლარი დაიხარჯა.

წინა სტატიაშიმდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან