გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება დაიწყო

გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ საერთო სარგებლობის აივნები, ასევე, გამაგრდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებსა და მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსის V სადარბაზოში.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიროცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის – შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიამთვარეზე არც უნიტაზებია, არც სარეცხი მანქანები, რისთვის წავიდნენ იქ რუსები? – ილვესი