გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერის მოწყობა დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტიადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებითა და დედაქალაქის მთავრობის დაპირების შესაბამისად ხორციელდება.

„ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოსახლეობის თხოვნა იყო, ასევე, ჩვენი დაპირებაც, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. სკვერის მოწყობის სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 100 000-მდე ლარი დაიხარჯება.

„ჩვენიდამოკიდებულებაა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში, სადაც ეს შესაძლებელია, შევიდეთ და მსგავსი პროექტებიგანვახორციელოთ. ჩვენ გვჭირდება ბევრი რეკრეაცია, ბევრი მწვანე სივრცე. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა, რაც 2017 წლიდან გვაქვს რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით, შენარჩუნდება. ბევრი პროექტი განხორციელდება. ჩვენ მსხვილი მასშტაბური პროექტები გვაქვს დაგეგმილი და ამაზე კომუნიკაცია საზოგადოებასთანცოტა მოგვიანებით გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – „ქართული ოცნების“ სირცხვილის ჩამორეცხვა მხოლოდ დიდი ერთიანობითაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს არჩევნებზე საქართველოში მთავრობის ცვლილება სურს