გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა გამწვანებული სივრცეებისა და სკვერების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. გლდანის მეორე მიკრორაიონის N44-45 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობა 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დასრულდა.

სამუშაოების შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცის ტენისის მაგიდა. განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. განხორციელდა გამწვანება – დაირგო ხეები და დაითესა ბალახი.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,AWARD’’-მა განახორციელა და აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 267 841 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაკინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ