გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18-N20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ამჯერად, მეხუთე მიკრორაიონის N18 – N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200 კვ.მეტრ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო. ასევე, დაიგო ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 114 480 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.

banner
წინა სტატიაშიშემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
შემდეგი სტატიაგიგანტური ჰესის წინააღმდეგ იმერეთში პროტესტი არ წყდება